ქარაფებთან გავლა
დელგმის დარად დარიალში ვიჭრები, მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს, ქარაფებში ირხევიან ფიჭვები, შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო! თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი, ჩემი გული განა მისებრ კისკასობს. ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი, მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო! მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს- შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ. ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის, შენი თმები მაგონდება, მზექალო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი