ძაღლის ბედი
გზად მიხვალ, ლეგა ნაგაზი მოგდევს და გელაქუცება. გორიდან გიმზერ, გავბრაზდი ამ ჩემს იღბალზე, უცება. მე ვნატრობ: მიწყივ შენს ახლო ყოფნას და შენთან მხარდამხარ სვლას, მაგრამ ბედი - ეს ძაღლი - მიყეფს და გვრიყავს ხანდახან... მიდიხარ... თქვენსკენ ვაფრინე გული - გვემული ნაღვლითა... ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ, ბედით გჯობია ძაღლიცა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი