სიმღერა და ქორწინება
… და ჩვენს სიყვარულს დღეს დაეშვა შავი წერტილი: შევუღლდი და ხმაც ახლა ღავღავს ეთანაბრება… მადლობა უფალს, ავ ენათა ავი ჭარტალი ჩაიხშო, მგონი, გული აღარ ეთანაღრებათ; ეყოფათ, რაიც ჭორის ხანჯლით მცეს და დამღარეს მუაი ჩემი მიეახლა ზეცად სამოთხეს, ჩემი ჩონგური მიჯნურობას ვეღარ უმღერებს, სიტყვაი ჩემი ტრფობის ხოტბად ვეღარ გამოდგეს… მიმწუხრად მექცა დიდი ლექსის მწველი სისხამი, არ ბორგავს გული დაკეპილი და დაყოფილი. მე ახლა მივხვდი მთელი სიღრმით, მთელი სიცხადით, რომ სიყვარული სიმღერათა დედა ყოფილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი