მომეცით ხმალი ..
მომეცით ხმალი, დამახურეთ თავზე ჩაჩაქანი, მომგვარეთ ლურჯა უხედნელი, გიჟი, უბელო, არც თანამგზაცრი ვინმე მინდა მივალ საჩქაროდ, მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი. უთქვამთ ვიღაცებს ვითომ ვაწყობ სიტყვებს ცარიელს, საქმით კი ვითომ არ შემეძლოს სხვებთან დადგომა, ვითომ სუსტი ვარ, უღონო და ბედდაცარული და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი. მივალ საზღვარზე ავი სიტყვით შენარხევ სულით, ვანანებ ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება, მე თქვენ გაჩვენებთ როგორ ხმარობს მახვილს ხევსური და როგორ მღერის, როცა მოსულ მტერს ერკინება. მომეცით ხმალი თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას, მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური, მარტო ვიბრძოლებ, როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა, რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი