სერობა
მე ახლა მესმის ფშაველის სიბრძნე: რომ ნისლი, მართლაც, ფიქრია მთების; აი დასტოვეს კრიალა სივრცე და მწვერვალებზე დახარეს ფრთები. რას ბჭობენ მთანი, –ფიქრადქცეულნი?! მათი გულისთქმა ან კი ვინ იცის… უცებ… ნიავი, ფრთააწეული წაშლის ნისლებს და ჩანს გვირგვინი ცის… მზერა ეხსნებათ ზეცის მნათობებს, უმალ იშლება მთათა სერობა… არც ფიქრობენ და არც კამათობენ, დგება დუმილის უსიერობა… მწვერვალს გავცქერი ბარისახოდან, მარად გულისთქმის მათი მკრებელი… ხომ არ შეგშურდათ ბარის ლაღობა, თქვით, მთებო, რა გაქვთ საფიქრებელი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი