ნაომარი ცხენი
ნახა ურიცხვი შეხლა და ცეცხლი, ხანდახან მარცხიც… ძრწოლა ბედითი… დაქროდა ჯიქურ, ფიცხი და მკვირცხლი და გადიტანა ბრძოლები დიდი… პატრონი ჰყავდა კაცი – ფოლადი, ვეფხვურ იბრძოდა მუხანათებთან ფრონტი არ დათმო ბოლო ბრძოლამდე და ცხენიც როგორ უღალატებდა. ახლა სადღაა ის ესკადრონი… მტერზე მიტევა… შებმა დასებად… … ზოგჯერ თავლაში მოდის პატრონი და… ძველ ბრძოლებზე ესაუბრება…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი