განგება
აი, ასა და ღილღოს ცა, ეს კიდევ საფლავთგორია, შენს მწირ საფლავზე ვილოცე, თავი სიზმარში მგონია … ჩაფერფლილი ვარ ფიქრითა, სულეთის ქარი შემიჯდა; ეს აქ მამა წევს, იქ-ბიძა, აქ-დედა, იქაც-მრწემი ძმა. .. მოვესწარ ყოფნის დიდ ზამთარს, – რა მილექსს, რა მეჩანგება … ნეტავი, სულს რომ მიდგამდა, რასა ჰფიქრობდა განგება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი