ლტოლვილი
ძველ აკლდამასთან ბინდმა დამისწრო, ძველ ჩონჩხთა ლანდი გადამეხია, უმალ შემზარა ჩრდილთა ღამის ხრომ და გამოვიქეც კისრისტეხითა. მოვრბი, მოვარღვევ ღამის უღრანსა, ჩხავიან ჩონჩხნი ჩემს შეჩვენებას: ,,საით გაგვირბი, ჰოი, უღირსო, შენ თავად ლანდი და მოჩვენება!…’’
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი