ნეტავი გამაგებინა
კალამს რომ სევდა შესჩივლა, ეს არხოტელი ვაჟია, სულ არ მენახე, მერჩივნა, ნუმც შემხვედრიხარ გზაშია, მზექალო, შენმა მერდინმა შუქი ჩამიქრო თვალშია, ღაწვზე მანანა მადინა, თეთრი გახშირდა თმაშია, გამაწირვინა მე ბინა, – ხელი გავჭრილვარ მთაშია, გულს დანა დამაგებინა, დავცურავ სისხლის ზღვაშია, ,,… ნეტავი გამაგებინა, რა გიდევს გუნებაშია!…’’
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი