ღამეული თვითმკვლელობა
ღამემ შემხუთა… აღარ შემოდის სარკმელში შუქი გარიჟრაჟული, ბარბაცებს ბინდი, ვით ბეგემოტი, არ ტყდება ზეცის კარი დახშული… ხელის ცახცახით ვნახულობ ასანთს, აი, ხანჯალიც – ფხამომახული. წყეულო ღამევ, მე მოგცემ ლაზათს, ავანთო გული – ნათლის მსახური!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი