წავიდნენ ძველი შვილები ..
წავიდნენ ძველი შვილები, ლექსი წაიღეს საგზლად. ტყუილად ვეშიმშილები, შორეთს გაუდგნენ – სხვა გზას. მთა გდაიფრინეს მართვეთა. ბარში ანთებენ კოცონს. თუ შერჩათ ის შემართება, რომ მონატრება კოცნონ. ვიგონებ ანას სტუმრობას დაურვებული რაშით; სევდით ნავსები ურმებით, ვერცხლის სიმებით თმაში. ნიავთან ანცობს გვირილა, აღვივებს მიმქრალ ხალისს. ჭიმღიდან ისმის ყვირილი უღელდაუდგამი ხარის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი