ძაღლის სიმღერა
გათენდი და მორჩი, ბარემ, სადღაც გორზე მგელი ღმუის… მოდის მთვარე – მომთაბარე ღრუბლის ნიღბით შენიღბული… სუსტად ოხრავს შავი ღამე, ბუ ქვითინებს ჟამით–ჟამად… მშია… ყვეფით დავიღალე… ნეტავ მთვარე შემეჭამა!.. კრთია ნამის კრისტალები, ჩრდილნი მზერას მიმძიმებენ; ვარსკვლავები – მგლის თვალები მიბნედილად ციმციმებენ… მარშიყეთი იცლის ბურანს, თან სისხლიან თათს ილოკავს; სერზე გარბის ნისლის ქულა, როგორც ჩემი თეთრი ლეკვი… გათენდი და მორჩი, ბარემ, სადღაც გორზე მგელი ღმუის; მიდის მთვარე მომთაბარე ღრუბლის ნიღბით შენიღბული…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი