თვითმკვლელობა
კვლავ შენზე ფიქრი მკლავდა წუხელი (ო, ეს იარა _ მარად უკურნი!) და იყო ღამე, როგორც წუხილი და ფიქრიც იყო, როგორც უკუნი... დიდხანს გიხმობდით შენა და რიჟრაჟს, _ განა გამოჩნდა მნათობის ეტლი... სიჩუმე იყო კვლავ ჩემი იჯრა, უკუნი იყო კვლავ ჩემი ხვედრი... და მე მარტვილმა (ღმერთს გეფიცები!) მახვილს დავანდე გულის ფიცარი; ნუ შეეცდები ჩემს გაღვიძებას, _ მე დავიძინე გაუღვიძარი...
წყარო: www.facebook.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი