ხარბი ყოფილხარ, ცხოვრებავ ..
ხარბი ყოფილხარ, ცხოვრებავ, შენ მადლიმც დაიწყევება, ყმაწვილს სულ ლხინი მეგონე, შენ ზღვა ყოფილხარ ვეება, მანამ ვიბრძოლებ, სოფელო, სანამ გულს გამიხევება, არც შენ დაგითმობ, სიკვდილო, მაინც თავს გავიმხნევება, ხალხმა თქვას: _ არხოტიონი სიკვდილსაც კიდევ შეება!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ჩამავჯედ ჩაფიქრებული
გული ძველ საგონს შეება
წყალივით ჩამამიარეს
სიყმაწვილისა დღეებმა
გავწირე ჩემი არხოტი
მშვიდობა მითხრეს კლდეებმა
ნაწყენ თვალ გამამაყოლეს
სამშობლოს სიმაგრეებმა
მთაში გაზრდილი ვაჟკაცი
ბარში დამფარეს კლდეებმა
ხარბი ყოფილხარ ცხოვრებავ
შენ მადლიმც დაიწყევება
ყმაწვილს სულ ლხინი მეგონე
შენ ზღვა ყოფილხარ ვეება
მანამ ვიბრძოლებ სოფელო
სანამ გულს გამიხევება
წარბსაც ვერ შემახრევინებს
ეგ შენი ჩემსკენ ტევება
არც შენ დაგითმობ სიკვდილო
თავს კიდევ გავიმხნევება
ერთი რომ ჩემიც არ მაგხვდას
მკლავს ისრ ვერ გამიხევება
ხალხმა სთქვას არხოტიონი
სიკვდილსაც კიდევ შეება