Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_q239td6au6pjebhp68ipo2equm, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
არხოტ რო წყაროთ გორია .. - გაბრიელ ჯაბუშანური | პოეზია

არხოტ რო წყაროთ გორია ..


არხოტ რო წყაროთ გორია,
აიმ გორზედამც ჩამამსვა
შეჭურვილს დაშნა თორიანს
ერთი ძმა შინშიმც თან მამცა.
შენ წყალზე ჩამაგატარა
თულუხითა თუ თუნგითა
შუადღე იყოს თაკარა,
მიმწუხრი იყოს თუ გინდა.
დაგიხვდებოდით ვაჟკაცნი
სიტყვას გეტყოდით გზნებითა,
თუნდა გაკერპდი გაკაჟდი,
თუნდაც გამოგვყევ ნებითა;
მომხვდურთაც ხმალზე ავაგებთ,
ჩვენც ხმალზე ავეგებითა.
აქ კი არასგზით გაგწირავთ
ეს არც წესია რაინდთა
უფალმა ჩვენს რძლად გაგნირა
მაინც ჩვენი ხარ მაინცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი