აპრილი ჩამომძახოდა
მარტს სუსხის კბილი მოვტეხე, ლიხი დავხვიე მთა–ხევსა, ზვავთა ზღუდენი მოვჩეხე, – ხრამში ხომ ხედავ ნახმლევსა, – თვით თეთრთა მთათაც მომხედეს და მწვერვალებმაც მნახესა. არტახი შევხსენ ჭაუხებს, ლანქერი ვჭექე ღვარადა, შენც ძველი ტრფობით ჩაგბუგე, ცრემლი გამცვრიე ცვარადა, თან გული გაგიჭაბუკე, – მზექალზე მჭმუნავს მარადა. ბარემ ბურუსიც დავამხოთ, გეზი გავუხსნათ წეროთა, მზის ოქროს კარი განვახოთ, იდინონ ზავის წყაროთა, წავიდეთ, ზეცა დავლახოთ, – მზექალიც წავიყვანოთა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი