იცი, როგორ..


შენი ღიმილოი დანმატრდა –
მაგ კბილთა შუქამარტობა,
და იცი, როგორ დამნატრდა? –
როგორც მყინვარწვერს ვარდობა!
შენი სიმღერა მომწყურდა –
შენი ხმის ზეიმზარობა,
და იცი, როგორ მომწყურდა? –
ვით დაჭრილ ხარჯიხვს წყაროს სმა!
შენთან შეხვედრა მომშივდა –
გულისთვის ცეცხლის შენთება,
და იცი, როგორ მომშივდა? –
როგორც ცოდვილ სულს შენდობა!
შენი ამბორი მომინდა
(ვგმობ – გაგვიმიჯნა ბედი ვინც!)
და იცი, როგორ მომინდი? –
ვით ოაზისი ბედუინს!
შენთან ბაასი მომსურდა –
ხლეჩა მაგ შენი ბაგისა,
და იცი, როგორ მომსურდა?–
როგორც დასახრჩობს ბანგის სმა!
მე შენთან ყოფნა მომწადდა –
შენთან სამუდმოდ დარჩენა,
და იცი, როგორ მომწადდა? –
როგორც შთასახულს გაჩენა!
გეძახი, გიწვევ ვედრებით –
სისხლით ღაწვების დამსვრელი,
იცი, როგორი ვედრებით? –
მზისათვის როგორც დამზრალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი