ოცნება შენს აღსარებაზე
მე მეზმანება: შენ მოდიხარ ჩემთან მღიმარი და მეუბნები: მომისმინე: ეს მართალია: დღემდის შენს მიმართ ჩემი გრძნობის სუსხი, ყინვარი, ხან აფეთქება უცაბედი, როგორც ფიალა, ხან უგულობა, უკმეხობა, რისხვა მძვინვარი და შენთვის განგებ შეხერგილი ეჭვის გალია _ იყო მარტოდენ მოჩვენება თვალსაჩინარი, რად განიცადე: ქვეყნად ქალი _ ყველა ქალია! და მეც უზომოდ ვზეიმობდი შენი წამებით, მომწონდა თავი: მგოსან გული რომ დაგიღადრე, ახლა გეახელ და შენი ვარ, ვფიცავ სამებას, მწადს: მივივიწყოთ ის წარსული, რაც იყო ადრე! მე შენთან ერთად მზისკენ სწრაფვა მაქვს განზრახული, მიმიღე, მოგვო, შენი სატრფო, შენი მსახური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი