მთების სამეფოში
გავყურებ უთვალავ ღრუბელთა მთიბავებს, გასცელეს სივრცეთა სამყარო. მთებზე დგას მთებივე, ჩამაგევ, ჩორეხო, შავწყალო! ცისკარი ციალებს მაშრიყეთს მარტოდენ, ვინ გაქრობთ ვარსკვლავნო - სანთლებო? შენ გამიმარჯვოდე ნადირთა პატრონო ქალბნელო! აგერა, აჰანდე: - მე ვხედავ ჭოგრითა შუნისთვის ხარჯიხვთა რქინებას! აგერა ჯოგიცა! შენ ნისლო, შეწყვიტე დინება! რიჟრაჟი ინთება განვედით ბინდებო ცვარისგან აცრემლდა ბალახი... ჰე, ოჩოპინტეო, მიშველე მიბოძე ხარლაღი! გორები გორებზე გულდაგულ დგებიან იღვიძებს საჯიხვე გამწყრალი. რამდენი მთებია: ჩამაგე, ჩორეხი, შავწყალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი