ჯილდო
ცოცხალს მე გითხარ საკუთვნო ხოტბა, მკვდარსაც მე გტირი ყველაზე მწარედ; განა გაყვედრი და მაინც რომ ვთქვა: - მეც ხომ მეკუთვნის მომიზღო მცირედ? ერთხელ ღიმილით მაინც მომხედე (მზერა ჩაგიქრა? - ეს განა მჯერა!) მე უსაშველო ურვის თალხს მომხდის, მზექალო, შენი კეთილი მზერა!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი