მიძღვნა მდინარე ასასადმი


სათავეს ჩემსავ არხოტში იღებ, – 
იქ ასეც გქვია: – არხოტის წყალი;
მერე დაურღვევ ღილღოს და ღილღველთ
მიჯნას
და წვერსაც მათსავით ჟღალი
ინით იღებავ, –
შარიათს მისდევ,
შენ – ქართველ – ხევსურს
ღილღველ–თათრები
მიგავიწყებენ დალანდულ ქრისტეს
და დღისით მაჰმადს დაენათლები.
დაბადებული არხოტს არაგვად
სახელსაც იცვლი ღილღურ გაგებით...
ასავ, არაგვი, ვიცი, არა ხარ,
მაგრამ მე მაინც მეარაგვები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი