სამი სურვილი
როცა აულში ნისლი შემოდის, კოშკებს ეხვევა ზღაპრული ბადე, მე გავცქერ შარას შავით შემოსილს და სტუმარ ქისტებს ვაყურიადებ... როცა აულში შემოდის ბინდი და ოხრავს ციხე ჩუმი წვალებით, მე ქისტის ქალის სიმღერა წმინდა ვისმინო მინდა მეტ მოკრძალებით... აულში მწუხრი შემოდის როცა და მთებს მოიცავს ბინდის ბურანი, მინდა ვისმინო ქისტების ლოცვა და მოლას მიერ კითხვა ყურანის... როცა შემოდის ბინდი აულში და კლდე შენატრის ნისლთა ლაღ დენას, მე მყუდროებას ღამეს აუშლი და ამ სურვილთა ვითხოვ ახდენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი