კენტი აული


დაღონებულო, კენტო აულო,
მიტოვებულო და უკაცურო,
მინდა, მარტვილი გაგემცნაურო
და შენთან ერთად ცრემლი დავწურო.
ჩამოგნგრევია ძველი ქოხები,
ტორავს აკლდამებს ტორი ჟამისა,
და მწირი სულის მოსაოხებლად
დაგნატრებია ძე ადამისა.
მოვსულვარ შენთან ვინმე დევნილი,
შენებრ პარტახი და მიგდებული,
უმანკო ცრემლით ღაწვდათოვნილი,
შენსავით მწარედ დაფიქრებული.
მიმიღე, როგორც მკვდარი ღილღველი
და ვყაროთ რამლი ჩვენი ხვალისა,
კვლავ თუ მოგვაშთობს მაინც ნაღველი,
ვიმღეროთ საგა ზელიმხანისა.

რიჟრაჟის წინ მზისპირში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი