მე კავკასიის ქედები მთხოვენ
მე კავკასიის ქედები მთხოვენ, მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის, ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს, აგუგუნება კაეშაურის. მე მშობლიური არაგვი მირჩევს, წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად, ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს, ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად. იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო, უნდა აღვმართო წყებათა-წყება, ვით აღიმართა შენთან, ძაუგო, გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი