მეტეხი იდგა რუხი, პიტალო
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს, მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს, მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო. წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი. მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული, სული შეშლილი და ბედნიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი