ათოვდა ზამთრის ბაღებს
ათოვდა ზამთრის ბაღებს, მიჰქონდათ შავი კუბო, და შლიდა ბაირაღებს თმაგაწეწილი ქარი. გზა იყო უდაბური, უსახო, უპირქუბო. მიჰქონდათ კიდევ კუბო... ყორნების საუბარი: დარეკე! დაუბარე! ათოვდა ზამთრის ბაღებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი