რაც უფრო შორს ხარ
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი. და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი