ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს ..
ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს სიბერის დრო აქსოვს. არ ვემდური სიყმაწვილეს, ის ხომ კარგი მახსოვს. სინამდვილეს არ ვემდური: არ ყოფილა თითქმის. არყოფილზე საყვედური არასდროს არ ითქმის. და არც შიში გაორების არ მიგრძვნია მწარე... მე ხომ მთელი გზა ცხოვრების ასე გავატარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი