არ გეგონა, არ ელოდი ..
ციკლიდან „ეპოქა“ - არ გეგონა, არ ელოდი და აი, მოხდა: არ მოხერხდა წყალისაგან ღვინის გამოხდა. - მე მეგონა, მე ველოდი და ველოდები, რომ სიმართლის ხეს ვერ მოგრეხს შხამის ტოტები. - თუ სიმართლე სიშიშვლეა, არა ნამუსი, გაიხადეთ, რად გჭირდებათ ტანისამოსი? - იგი სხვაა. შენ გგონია, თუ ჩვენ გვრცხვენია, ეს გრძნობებიც სიყალბეთა დასაყრდენია? - არა, იგი გენიაა სოფლის მფლობელი - ნათელ რწმენის და სიმართლის უარმყოფელი. - მე კი მძულს და მეძულება ყალბის ჩრდილება, ყველაფერი, რასაც ჰქვია მოტყუილება. - რა ამაოდ! ის სიყალბე სიმართლესა ჰგავს.. სხვას კი არა, თუ აჯერებ მხოლოდ თავისთავს... - მაშინ როგორ დავარწმუნო მე თავის თავი - რომ ეს თეთრი კი არ არის, არამედ შავი? რომ შენ ის ხარ, ვინც არა ხარ, დამარცხდე თუნდა, არ დარწმუნდე, არ იქნება, იძახო უნდა. სხვას ვამბობდე, როს სხვაგვარად ვხედავ ცხოვრებას? ვით აიტანს დიდხანს გული ამ გაორებას?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი