აუჩქარებლად, დინჯად ..
ციკლიდან „პაციფიზმი“ აუჩქარებლად, დინჯად, დრო-და-დრო ისმის ბუტბუტი გაძრცვნილი ჭადრის - მშვიდობით, იტალია, მშვიდობით. მშვიდობით, ინგლისო, მშვიდობით! ცივა, ჰქრის და ტალახია გზაზე მიფრინავენ წეროები ცაზე, მშვიდობით, პარიჟო, მშვიდობით! ქარმა დაჰქროლა, ხე დაარხია, ისევ ფოთლები და ტალახია - მშვიდობით, ამერიკა, მშვიდობით! „ცაზე მიდიან წერონი, მწკრივადა, ჯარის-ჯარადა“. როგორც სამკუთხი შარადა სამს კიდევ სამი მოება. მშვიდობით, მშვიდობით შემოდგომის წეროებო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი