აცივდა.. მალე მოვა ზამთარი ..
აცივდა.. მალე მოვა ზამთარი. ტყე სდგას ლანდივით გარინდებული, უკვე არ დაჰქრის ხევებში ქარი, უსახლკარო და მიუსაფარი; განელდა ცეცხლი, ჩაჰქრა ლამპარი საგაზაფხულო ალით ნთებული. მალე დასცვივა თოვლი ლურჯ ციაგს, მალე დაიწყებს კვნესას ავდარი და ააჩქარებს ფოთლების ტრიალს; ეხლაც კი მთების იდუმალ ნიავს მჭკნარი რტოები საფლავში მიაქვს... მოდის ზამთარი, მოდის ზამთარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი