ახალი წელი ..
ციკლიდან „პაციფიზმი“ ახალი წელი. ვთქვათ ლონდონი ან ვთქვათ ბერლინი. ალბად დღიურში ამგვარ ტონით სწერს ჩემბერლენი: დღეს ათასცხრაას ოცდაათის პირველი შუქი მოაწყდა სარკმელს და კედლებზე დაღვარა ლუქი. ახალი წელი. - გავიფიქრე - ახალი წელი. თითქო კედელთან დამენახოს სიკვდილის ცელი, ხელში ავიღე გაზეთი და... ისევ დავდევი... რომ ის რიგზეა - რომელია ამის თავდები? გაოცებას ვარ - ვით ითმენენ დაცინვას ასეთს! დიდი ხანია, რაც მე ხელში არ ვიღებ გაზეთს. რაღაც მწარე და საოცარნი ხმანი ისმიან... არა... ჩვენი ხსნა ერთადერთი, პაციფიზმია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი