ბენუარიდან ხედავდა თვალი ..
ბენუარიდან ხედავდა თვალი, რა საუცხოვო იყო მედეა. ისეა თითქო დაღლილი თვალი, შენი ალერსის მოიმედეა. უმშვენიერეს და წმინდა ხმაში ხეტიალობდა სულის ჩრდილები - გამოსვლა იყო - მქუხარე ტაში, ფარდა - ცრემლები და ყვავილები. თეატრის შემდეგ ვიყავით ორი, ეტლმა მადათოვს გაგვანაპირა, სახეში გვცემდა ნიავის ტბორი და წისქვილებში იბრძოდა მტკვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი