გაგონდება თუ არა ..


გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
salome30262 წლის წინ

სევდიანია

კიკოლიკო1 Corinthians 13:811 თვის წინ

"თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?" :3

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი