გადამწვანებულ მწერვალებიდან ..
გადამწვანებულ მწერვალებიდან მოედნებიანს დავსცქერი ბათომს, ესაა მკრთალი ნათელი დილის, დილის, რომელიც სიხარულს მათოვს. ო, მოგონებავ, როგორ გიცდიდა ის სიხარული თეთრი რტოებით. რაგვარ სიცხადით შენ განგიცდია ყრმობა - გემების მოახლოებით. მოგონებები! ისინი - როგორც მოგზაურები ლამაზი ნავის, მიმოსცურავენ აღმოსავლეთით, როცა ასეთი ცისკარი ჰყვავის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი