გზა უვრცესი ..


„გზა უვრცესი გახსნილი აქვს
შენს უამრავ რეისებს
და თვალები ინდოეთზე
მიუპყრია კრეისერს.

აფრიკაში დასტოვე შენ
კვალი, რომ დაუბევო,
ბრიტანეთო, ბრიტანეთო,
დიდთა ზღვათ მეუფეო.

მამაცურად, სადაც რაობს
ზღვა-მდინარე პლანეტის,
მიმოცურავს და მოძრაობს
სიმდიდრე ბრიტანეთის“.

არა - ლაღად ან გვიანად
ისმის მისი ხმაური,
ეხლა რაღაც ნაღვლიანად
მღერის ეს მეზღვაური.

ვიღაც სწვდება, ვიღაც სწვდება,
სად წყალია პლანეტის,
იღუპება ძლიერება
ლომის, დიდ ბრიტანეთის.

ვინ მოსჭედა ეს ტორპედო,
ვის მოეშვა მტერი ის,
იღუპება გემის ერდო
მსოფლიო იმპერიის.

გზა უვრცესი დახშული აქვს
იმ უამრავ რეისებს
და თვალები წარსულისკენ
მიუპყრია კრეისერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი