გული სავსეა იმავ ჩრდილებით ..
გული სავსეა იმავ ჩრდილებით, მე ისევ ისე იმ ბაღში გიცდი, უბრალო ვარდით და ყვავილებით გატაცებული, როგორც არტისტი. გადმოაშუქე, გულო, მზეები, ეს მინდორია, ეს მდინარეა, ჩემი მზე, ისევ უბოლო გზები და ბეატრიჩე პორტინარია. ინფანტებისა გაცივდა კრება და მუმიები თბება ამ მზეზე და თვითეული არჩდილი ჰქრება, როგორც ტუტმესი, როგორც რამზესი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი