დაჰქროლა სიომ ..


I
დაჰქროლა სიომ, დაჰქროლა წყნარად,
ააშრიალა დაბლობზე თივა,
ტყეში შეიჭრა და უწყინარად
ფოთოლთა გუნდი აატივტივა,
მოწყდა მზის სხივი მთის შეჭრილ კალთას,
ვარდზე ცის ნამი ააციმციმა,
დაჰქროლა ისევ ნიავმა მშვიდ მთას,
და გადმოეშვა ფოთოლთა წვიმა.

II
ამ დროს სიმღერა რამე ველური
მაღალი მთიდან ისევ ისმოდა,
მაგრამ წამება ჯოჯოხეთური,
დემონისთვის რომ დაგეგდოთ ყური,
ისე მაინც ვერ გამოითქმოდა.
ამ ჰანგთან შურის ძიების გველი,
მრავალთა ტანჯვის დღეთა მნახველი,
ვფიცავ, უკეთესს ვერას იტყოდა.

III
არ შეუქმნია იგი მომღერალს
თავის წარსული გამოცდილებით,
დიდებითა და გვირგვინებით მთვრალს,
და ღონე მიხდილს სიცოცხლის ხმებით!
არა, ის მხოლოდ დიდება იყო,
მზის შესხმა მხოლოდ, სხვა არაფერი,
მაგრამ თვით ცა რომ გაყოფილიყო,
ვერ განასკვავდა ვერც ერთი მტვერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი