დიდად მჭერმეტყველობენ ..
დიდად მჭერმეტყველობენ, მაგრამ დიდად ცდებიან: გვითხარითო, წარსული აწ რა კაპიტალია? მაგრამ მკვდრები იგრძნობენ, მკვდრები წამოდგებიან, და წამოვლენ, წამოვლენ, როგორც ზღვა ან კალია. იგი მამა და პაპა, პაპის პაპა, ბებია - ყველა გამძაფრებული რისხვა და გრიგალია. აბა, მაშინ კი - თავი რომელს მოსძულებია, რომ არა თქვას: ვცდებოდით, - უგონობის ბრალია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი