დღევანდელი დღე მიაგავდა ..
დღევანდელი დღე მიაგავდა ამ კინოსურათს, რომელსაც ასეთ გულდადებით გვაჩვენებს ტილო, რა გულდამწყვეტად, უბედურად და უსუსურად მეჩვენები, აწ საოცარო წარსულის ჩრდილო. წინად უკვდავი, ძვირფასი და საშვილიშვილო სიცარიელედ მეჩვენება, უმიზნო შურად, - არ ღირდა ბრძოლა! თუ წალკოტი გზად უდაბურად გადიქცეოდა ასე მალე, მზის ქალიშვილო. რა სასაცილო წარსულია იგი წარსული, ან რატომ იყო, გენაცვალე, სულ ფერწასული ის მზე, რომელიც სიყვარულით არვის დაგავდა, მოგონებებო და სიმღერავ სევდით ავსილო. რა სასაცილო იყო ის გზა, რა სასაცილო, დღევანდელი დღით ამ კინოფირს რომ მიაგავდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი