დღენო მშვენიერ სიყმაწვილისა! ..
ციკლიდან „ეპოქა“ დღენო მშვენიერ სიყმაწვილისა! აწ გარდასულნო სიმღერის დრონო, ბევრი რამ დარჩა თქვენგან ძლიერი, მაგრამ რომ დარჩა, არ მოვიგონო? ო, აღელვებულ დღეთა შვენებავ! მრავალ ახალთა იმედთა მფენო, ბევრი რამ მომეც დაუვიწყარი, არ შემიძლია არ გაგიხსენო. იდუმალ ფიქრთა სახიერება თქვენს მოვლენებში ჩემთვის სრულია. ბედნიერება წარმავალია. სიცოცხლე მაინც სიხარულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი