ევროპაში რომ მუშა ..


ციკლიდან „პაციფიზმი“

ევროპაში
რომ მუშა და ვაჭარი
მიდიოდნენ
შეთანხმებული ქუჩით?
ერთი გმირი
და მეორე ლაჩარი,
ერთი დახლით
და მეორე ჩაქუჩით?
მუდამ არის
ერთის დღესასწაული,
სიხარულის
სადაც არის პკურება,
მეორესთვის
შვება და სამკაული
არის მხოლოდ
სხვების უბედურება.
ამბობს: ეხლა
აღელვებულ საბჭოებს
რა დააცხრობს! ხედავს
კაცი ვიზრდები,
ყველაფერი
თავის რიგზე იქნება,
ვიდრე ჩემთან
სდგანან პაციფისტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი