0 1158

ეს ძველი მუზა ..


ეს ძველი მუზა ცბიერ გველივით
ნებივრობს ღამით, თუ თბება დღისით,
მარადის ფიქრობს, რომ ყოველივე
იწყება მისით, თავდება მისით.

შხამი შხამს, როგორც ატომი ატომს
უერთდება და გაშინებს ვითომ.
შენ ეკითხები საცოდავს: რატომ?
ის ცინიკურად - ისე, იმიტომ!

კლასიკოსების, თუ ჩვენს დროებას
იცავს მორწმუნე საკუთარ სარფის,
როგორც კი იგრძნობს საშიშროებას,
სტოვებს ბრძოლის ველს და გარბის, გარბის.

თან ძუნწი რითმებს მოიხვევს ძაგრად,
ერთის დათმობას კი არ ისურვებს,
მაგრამ, როდესაც მიარტყამ მაგრად,
ორმოცდაათსაც არ დაიშურებს.

მიუსსეს შემდეგ, ფერმიხდილი მზით
რომ ოცნებობდეს ვინმე, ძნელია.
უძველეს დროის, მაინც ვერას გზით,
განცდებს ეს მუზა ვერ შეელია.

და ადგილს, სადაც ცრემლი მოსდის ქვას,
არ დაელევა სულს სანდომარი -
მიცვალებულის სადღეგრძელო სთქვას,
ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი?!
კომენტარები (0)