ექიმმა გამომიწერა ..
ექიმმა გამომიწერა - მარტო ჩაი და კისელი. კისელისათვის წავიდა ოლია დარბაისელი. ვზივარ და ვუცდი ამ კისელს - მაგრამ რას ელი, ვის ელი? კისელს ვინ ჩივის, არა ჩანს ქალი მტკიცე და ფხიზელი. ოღონდ შენ მოდი, ოლია, კისელს მოემტვრეს კისერი. ვწერ ამ ლექსს გალაკტიონი, თბილისელ-ქუთაისელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი