ეხლა ღამეა ..


ეხლა ღამეა.. და მეც არ ვიცი,
რა საჭიროა წერილის წერა,
სულ შემთხვევით გწერ.. მომწყინდა რაღაც..
ვერ მოვისვენე, ვერა და ვერა.
ფანჯრიდან ვიღებ თეთრი თოვლის ფიფქს
და გაცხელებულ შუბლს თოვლში ვმალავ,
ოჰ, ფიქრები რომ არ მასვენებენ,
შენი ბრალია, ჩემო შავ-თვალავ..
ხა, ხა, ხა! თვითონ მე მეცინება..
თავის თავს თვითონ მევე დავსცინი,
კაცს ყვარებია, მაგრამ ამ გვარად?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი