ეხლა, ძვირფასო მოგონებავ ..


ეხლა, ძვირფასო მოგონებავ,
გიამბო მინდა,
გაგიზიარო ყოველივე
მინდა, გულახდით.
ჩვენში როგორ რთავს გაზაფხული
ქალაქს და მინდორს,
თუ როგორ ბრწყინავს აღტაცებით
და შრომის ტახტით.
მსოფლიო გლობუსს საგულეში
თამამად ვიტევ,
გული არა მაქვს უდარდელით
სავსე სიმღერით...
წყნარად, ნოტრ-დამო! თითქმის ორმოც
წელზე მეტია
ღმერთს გავეყარე, რას მაშინებ
ეხლა ქიმერით?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი