თანდათან ბნელდება ..


თანდათან ბნელდება, ბნელდება, ბნელდება,
ნათელი მწუხრისა მიფრინავს სადღაცა,
დასავლით ღრუბელი წითლდება, ღელდება,
და ბინდში ეხვევა მინდორიც და მთაცა.
დაბნელდენ ბუჩქები, ჩაბნელდენ ხევები,
დანისლულ ველიდან ბრუნდება ნახირი..
აღარ სჩანს ჩამალულ მნათობის სხივები,
ლანდებით აივსო მდინარის ნაპირი.
ძახილი არ ისმის... ცრემლს ვეღარ მივწვდები...
სიცივე და ნისლი, ნისლი და სიცივე,
ფრთასუბუქ ლანდებათ არ დაჰქრის წარსული.
ყოველი საგანი ბნელია და მღვრივე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი