თბილისის მთანი კლდიანნი ..
თბილისის მთანი კლდიანნი გადასახულან მტკვარზე, მთაწმინდის ქალნი თმიანნი მწუხარედ სჩანან მთაზე. ერთი ერთ საფლავს დასცქერის - მწუხარე ბუმბერაზზე, მეორეც - ჯვარით დასტირის: - მომიკვდი რაზედ, რაზედ?! ეს არის ხმა დაკივლების ჩვენი ცხოვრების გზაზე, უხიდოდ არ გაივლების ამ სისხლის ალაზანზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი