თეთრი იძახის: ჰოი, რუსეთი! ..
ციკლიდან „პაციფიზმი“ თეთრი იძახის: ჰოი, რუსეთი! რაა მის ფასი? მკვიდრს კი არ ახსოვს მასსაჩუზეტი, სწამს მხოლოდ კლასი. გეგონებოდათ, როდესაც სჩანდა ტრიბუნა ბრძოლით, მთვარის ნატეხი, ბოლიდი ან და აეროლიტი. ეხლაც კი თითქოს აქ იმისი მკვეთრი ხმა ისმის: გათამამება, ძირს ინგლისის იმპერიალიზმი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი