თესავს და თესავს ..
ციკლიდან „ეპოქა“ თესავს და თესავს, თან ნელი ხმით მხიარულად ღიღინებს, სწამს მხოლოდ შრომა მძლეველი, მოსავლით დააგვირგვინებს. გრძნობს, თესლი სად დაეცემა - სალ კლდეზე თუ ლაღ მიწაზე, თესავს და თესავს, თან მღერის მთესველი მხიარულ ხმაზე.